იურისტის ვაკანსია

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სავალდებულო მოთხოვნები:
          • უმაღლესი იურიდიული განათლება;
          • ქართული ენის (წერითი და ზეპირი უნარ-ჩვევები) სრულყოფილად ფლობა;
          • ინგლისური ენის (წერითი და ზეპირი უნარ-ჩვევები) სრულყოფილად ფლობა.
 
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს:
  • რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება იურიდიული დოკუმენტების შექმნის კუთხით.
  • რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება არასამეწარმეო სამართლის მიმართულებით.
  • რომლებიც ფლობენ გუნდური მუშაობის და თვითორგანიზების უნარებს.
  • რომლებიც ფლობენ კომუნიკაციის უნარს.
იურისტის ძირითადი მოვალეობები:
  • ორგანიზაციის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის მართვა;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
  • ურთიერთობის წარმოება სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებთან.
  • ორგანიზაციის შესყიდვების წარმოება.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ვაკანსიების რაოდენობა: 1
აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: g.avazashvili@civilin.org
განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2020 წლის 17 ივლისი.
არასრულად გამოგზავნილი დოკუმენტაცია არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: 26 მაისის მოედანი #2, თბილისი.
ტელეფონი: 591 119 829.