კონკურსი განაცხადის მიღების თაობაზე: ქვე-გრანტირების მექანიზმი

ორგანიზაცია „საბინაო მეურნეობის ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO www.iwoev.org ) საერთაშორისო პარტნიორთან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI www.civilin.org) ბათუმის ფილიალთან ერთად, აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში” ფარგლებში; აღნიშნული პროექტის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები საცხოვრებელ/საბინაო სექტორში აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.
კონკურსის ფარგლებში, მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ ინსტიტუტებს ან/და მათ კონსორციუმებს; კონკურსის მიზანია ჩამოყალიბდეს ინფორმაციის გავრცელებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ძლიერი პუნქტი, რათა დაეხმარონ ბინათმესაკუთრეებს ჩამოაყალიბონ და მართონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები (ბმა);
შესაბამისად, მოცემული კონკურსის მიზანია ბათუმში შეიქმნას და გაძლიერდეს რესურს-ცენტრი (Technical Advisory Centre – TAC), რომელიც მხარს დაუჭერს შესაბამის სამიზნე ჯგუფებს საბინაო მეურნეობის საკითხებში ცოდნის ამაღლების მიზნით.
რესურს-ცენტრის მიზნები და ამოცანები:
  • მოქალაქეების ინფორმირებულობის და ცნობიერების დონის ამაღლება მესაკუთრეთა ქონებრივი უფლებების საკითხებზე, რომლებიც ბმა-ს შექმნისა და საქმიანობის ძირითადი პრინციპებია;
  • სასწავლო სემინარების და ტრენინგების ჩატარება ბმა-ს შექმნის და საქმიანობის საკითხებზე;
  • ყოველდღიური კონსულტაციების გაწევა „ცხელი ხაზის“ საშუალებით;
  • საგანმანათლებლო საქმიანობების გატარება ბუღალტრებისთვის;
  • ბმა-ს დახმარება შეხვედრების ორგანიზებასა და მოწყობაში, აუცილებლობის შემთხვევაში კი ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა;
  • ინდივიდუალური კონსულტაციების გაწევა და მოქალაქეთა ადგილებზე განათლება;
  • რეკომენდაციების შესამუშავებლად ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაცებისა და ბმა-ების ძალისხმევის გაერთიანება კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით ;
  • საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაცია ბმა-ების პარტნიორ ქალაქებში;
  • პარტნიორ ქალაქებში ურთიერთთანამშრომლობის დამყარება საერთაშორისო ფონდებთან და ორგანზაციებთან ბმა-ების განვითარებისათვის ორგანიზაციული და ფინანსური დახმარების გაწევის გზით.
  1. ქვე-გრანტის სახელმძღვანელო;
  2. სააპლიკაციო ფორმა (Annex A);
  3. ბიუჯეტის ნიმუში (Annex B);
  4. იურიდიული პირის უწყისი – Legal entity Sheet (Annex C);
  5. ფინანსური იდენტიფიცირების ფორმა (Annex D);
საინფორმაციო შეხვედრები პოტენციურ აპლიკანტებთან გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის მიერ ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად:
თარიღი დრო ადგილი
08/12/2015 12:00 -13:00 საათი
ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
მის: ფარნავაზ მეფის ქ.62/64

 

10/12/2015 12:00-13:00 საათი
ბათუმის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზი
მის: ლუკა ასათიანის 25
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ბათუმის ფილაილი
დირექტორი: ნათია აფხაზავა
მისამართი: მელიქიშვილის ქუჩა #59, ბ18, ბათუმი, საქართველო
ტელეფონი: 599 777 185
ელ-ფოსტა: natia@civilin.org