კონკურსი ჟურნალისტებისათვის

სოციალურ თემებზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს: „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“.
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სოციალური თემების უფრო ფართოდ და ღრმად გაშუქებას.
კონკურსი ჩატარდება 4 ნომინაციაში:

  • საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი;
  • საუკეთესო რადიო სიუჟეტი;
  • საუკეთესო სტატია;
  • საუკეთესო ფოტო ნამუშევარი;

ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცემა კონკურსის გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი ჯილდო 1000 ლარი!

კონკურსის პირობები
მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი სახით:

  • სატელევიზიო სიუჟეტი – CD-ზე ან ვიდეო კასეტაზე;
  • რადიო სიუჟეტი – CD-ზე;
  • სტატია გაზეთი, ჟურნალი ან ვებ-გვერდის მისამართი, სადაც გამოქვეყნდა სტატია (უკიდურეს შემთხვევაში ნაბეჭდი ტექსტი გამოცემის და თარიღის ზუსტი მითითებით);
  • ფოტო – CD-ზე (jpg ფორმატში) ან დაბეჭდილი A 4 ფორმატით;
  • საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალები გამოქვეყნებული ან ეთერში გასული უნდა იყოს 2008 წლის განმავლობაში.

საკონკურსო მასალები მიიღება 2008 წლის 30 ნოემბრამდე
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
თბილისი, 26 მაისის მოედანი 2, V სართული
ტელ. 941 605, 330 417 www.civilin.org
temuri@civilin.org