კონკურსი სტერეოტიპების რღვევის კამპანიისთვის საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაზე

  • მთავარი
  • კონკურსი
  • კონკურსი სტერეოტიპების რღვევის კამპანიისთვის საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაზე

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს იურიდიული პირებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში დაგეგმილი „სტერეოტიპების რღვევის“ კამპანიის კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნაზე

“სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” არის ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

პროექტის მიზანი:

პროექტის გრძელვადიანი მიზანია ხელი შუწყოსსაქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროსსამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და გაზარდოს მათიანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ.

შესყიდვის ობიექტებია:

  • პროექტის სამწლიანი კომუნიკაციის სტრატეგია;
  • კომუნიკაციის სტრატეგიის შესრულებისა და მონიტორინგის სამოქმედო გეგმა;
  • პროექტის ბრენდის პლატფორმა და ვიზუალური კონცეფცია (ბრენდბუქი).

იხილეთ ტექნიკური დავალება