კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდასაჭერად

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) გორის ოფისის წარმომადგენლებმა, გორის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად, სოფელ ქორდში, ახალგაზრდული სივრცე მოინახულეს და კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში მომზადებული მასალები ჩაიტანეს.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აქტიურად მუშაობს რეგიონში ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით და მზად არის, არსებული რესურსების გამოყენებით, წვლილი შეიტანოს ახალგაზრდული ეკოსისტემის შექმნის პროცესში. რეგიონებში ახალგაზრდული სივრცეების საჭიროება ახალგაზრდული სტარტეგიის დოკუმენტზე მუშაობისას გამოიკვეთა და გორის მუნიციპალიტეტმა, ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად, სოფელ ქორდში სამოდელო სივრცის შექმნას შეუწყო ხელი.

ამ ეტაპზე, ახალგზრდები ცენტრის მოხატვასა და, სხვადასხვა ორგანიზაციის დახმარებით, მის აღჭურვაზე მუშაობენ. ქორდის ახალგაზრდული სივრცე მალე ოფიციალურად გაიხსნება და კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ადგილით, რომელსაც არაფორმალური განათლების მისაღებად და სხვადასხვა აქტივობისთვის გამოიყენებენ.