დაიწყო მიღება ონლაინ კურსზე – ”ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის”

  • მთავარი
  • კონკურსი
  • დაიწყო მიღება ონლაინ კურსზე – ”ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის”

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ კურსზე “ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის”.

თანამედროვე სამყაროში მოქალაქე არამხოლოდ ინფორმაციის პასიურად მიმღებია, არამედ ხშირ შემთხვევაში თავად არის მომხდარი მოვლენის შესახებ ცნობის პირველი გამავრცელებელი. ტრადიციულ მედიას სულ უფრო უჭირს სისწრაფეში აჯობოს სოციალური ქსელის მომხმარებლებს. შესაბამისად, თითოეულმა აქტიურმა მოქალაქემ საჭიროა იცოდეს, რა ინფორმაცია შეიძლება გაავრცელოს სწრაფად და როგორ მოახერხოს საზოგადოების ფართო ფენების ინფორმირება. იცოდეს, თუ როგორ გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები, პლატფორმები და განვითარებული ჰქონდეს მიმდინარე მოვლენების გადაღებისათვის საჭირო მინიმალური უნარ-ჩვენები. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აქტიური მოქალაქე, ამავდროულად, იყოს კრიტიკულად მოაზროვნე, არ გახდეს მანიპულაციის მსხვერპლი, იცოდეს როდის და როგორ გადაამოწმოს მიწოდებული ინფორმაცია. ამასთან, არ შეუწყოს ხელი და თავად არ გახდეს დეზინფორმაციის, სტერეოტიპული და დისკრიმინაციული მასალის გამავრცელებელი.

თუ თქვენ ხართ:

  • ჟურნალისტი
  • მედია საშუალების წარმომადგენელი
  • სამოქალაქო აქტივისტი
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი
  • სტუდენტი
  • ან უბრალოდ, აქტიური მოქალაქე

მაშინ, საშუალება გეძლევათ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად გაიღრმავოთ ცოდნა და უნარები მულტიმედიური კომუნიკაციის მიმართულებით.

კურსის მიზანია მონაწილეებმა განივითარონ ინფორმაციის მოძიების და გავრცელების უნარ-ჩვევები, შეძლონ სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, განივითარონ კრიტიკული ანალიზის უნარი და მოახერხონ ინფორმაციის გადამოწმება. მნიშვნელოვანია, კურსის მსმენელებმა შეძლონ მიმდინარე მოვლენების გააზრება, დეზინფორმაციისაგან თავის დაცვა და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და სტიგმების შემცირება.

კურსი მომზადებულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ.

კურსზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი, სადაც მსმენელს თავად შეუძლია, ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, გაიაროს ონლაინ სწავლება და მაქსიმალურად დაზოგოს რესურსები.

ონლაინ კურსზე რეგისტრაცია

ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. კურსებზე სწავლების პერიოდი მოიცავს ორ თვეს. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.

აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ბმული
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 აგვისტო 2021 წელი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:

  1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
  2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
  3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.