ტრენინგები სამეგრელოს რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ექსპერტებმა ECNL/EU ფინანსური მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, ქალაქ ზუგდიდში ჩაატარეს სამდღიანი ტრენინგი. მონაწილეობა მიიღო 10 არასამთავრობო ორგანიზაციის 18 წარმომადგენელმა. თემატიკა ერთი მხრივ შეირჩა არასამეწარმეო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების, ხოლო მეორე მხრივ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში შემოსული შეკითხვების შესაბამისად. კერძოდ, შემდეგ სამართლებრივ საკითხებზე:

  • არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნება და რეგისტრაცია;
  • საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მიღება;
  • სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა.