პირველად თვითმმართველობის არჩევნებზე

წელს პირველად მიდიხარ თვითმმართველობის არჩევნებზე?

თუ ჯერ არ გადაგიწყვეტია წახვიდე თუ არა?

ან იქნებ არ იცი ვის და რატომ ვირჩევთ წელს?

მაშინ ეს ამბავია შენთვისაა!

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი  იწყებს კამპანიას „პირველად თვითმართველობის არჩევნებზე“, რომლის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება თვითმმართველობის საქმიანობისა და მნიშვნელობის შესახებ და მის განვითარებაში ახალგაზრდების როლის გაძლიერება.

2021 წლის ოქტომბერში თვითმმართველობის  არჩევნებია და მნიშვნელოვანია,  რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ, განსაკუთრებით მათ, ვინც პირველად მიდის არჩევნებზე, გააკეთოს გააზრებული არჩევანი.

შენთვის შექმნილი კამპანია, რომელიც  დაგეხმარება პიროვნულ განვითარებასა და ახალი უნარების შეძენაში, მოიცავს სემინარებს, დისკუსიებსა და საინტერესო აქტივობებს, უფრო დეტალურად კი შემდეგ ეტაპებს:

  • განაცხადების მიღება და ახალგაზრდების შერჩევა (ივლისი)
  • ონლაინ სემინარების და პირისპირ დისკუსიების სერია (აგვისტო/სექტემბერი)
  • თანატოლგანმანათლებლობა (ოქტომბერი)
  • შეხვედრები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებთან (ოქტომბერი)
  • არჩევნებში მონაწილეობა (ოქტომებრი)
  • წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოება (ნოემბერი)

კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია გორში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურში მცხოვრებ საარჩევნო ასაკს მიღწეულ ახალგაზრდებს.

შეავსე განაცხადი  2021წლის 30 ივლისის ჩათვლით და გახდი შენ მუნიციპალიტეტში პოზიტიური ცვლილებების ინიციატორი!

კამპანია ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის  მიერ პროექტის „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“  (მეორე ფაზა) ფარგლებში, გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ მხარდაჭერით და სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრებთან პარტნიორობით.