საინფორმაციო შეხვედრები ბათუმის 13 უბანში

ოქტომბრის თვეში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის მიერ პროექტის „ინფორმაციის თავისუფლება მონაწილეობითი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში, ბათუმის ცამეტ უბანში შეხვედრები გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრებს „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა ადგილობრივ მოსახლეობაში“ პროექტის მონაწილე ახალგაზრდები და საზოგადოებრივი დარბაზების თავმჯდომარეები უძღვებოდნენ. შეხვედრების მიზანი იყო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირება. აუდიტორია გაეცნო საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესებს, გზებს და პროცედურებს, ასევე, მუნიციპალიტეტისგან საჯარო ინფორმაციის მიღების ვადებს და მიღებული ინფორმაციის დამუშავების წესებს. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არის მუნიციპალიტეტში. პარალელურად მიმდინარეობდა საჯარო ინფორმაციის კუთხით მოქალაქეთა ინტერესების მოკვლევა, ცამეტივე უნანში გამოიკვეთა ის საკითხები, რომლებიც მოქალაქეებს აინტერესებდათ. მოკვლევის შედეგები წარედგინება ბათუმის მუნიციპალიტეტს, რათა შემდგომში უზურნველჰყოს აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა.

საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა პროექტის „ინფორმაციის თავისუფლება მონაწილეობითი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ევროპის ფონდი.