„სამოქალაქო საზოგადოება“ – წიგნის პრეზენტაცია

26 ივნისს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა წიგნის – „სამოქალაქო საზოგადოება“ – პრეზენტაცია გამართა. პუბლიკაციაში შესულია ქართველ და მსოფლიო მოაზროვნეთა სტატიები, პუბლიცისტური წერილები და ესსეები სამოქალაქო საზოგადოებაზე.
ალმანახის პრეზენტაციასთან ერთად გაიმართა დისკუსია – „სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
სტუმრებმა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისგან საჩუქრად წიგნი მიიღეს.