საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შემოწირულობის გამოქვითვის საკითხები

  • მთავარი
  • ინფორმაცია
  • საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შემოწირულობის გამოქვითვის საკითხები
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა მოამზადა გზამკვლევი: „საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შემოწირულობის გამოქვითა მოგების გადასახადიდან”. გზამკვლევის მიზანია ხელი შეუწყოს არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს, საწარმოებს და მეწარმე ფიზიკურ პირებს, ეფექტურად გამოიყენონ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ის რეგულაციები, რომლებიც ხელს უწყობს საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის შემოწირულობის გაცემას.
დოკუმენტის მომზადებას წინ უძღოდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) ექსპერტთა შეხვედრები არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმომადგენლებთან.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გზამკვლევი მოამზადა აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ ფარგლებში.