საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ეფექტური განვითარება – ეროვნული კონსულტაცია

  • მთავარი
  • ინფორმაცია
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ეფექტური განვითარება – ეროვნული კონსულტაცია

25-27 ივნისს, ბაკურიანში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეძღვნებოდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის საკითხებს.
შეხვედრა ორ ძირითად მიზანს ისახავდა: ერთის მხრივ, ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართვას განვითარების ეფექტურობის გლობალურ პროცესში, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის ღია ფორუმის ეგიდით მიმდინარეობს და მეორეს მხრივ, საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა 35 წარმომადგენელი, მათგან 27 საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან, 7 დონორი ორგანიზაციებიდან და 2 ხელისუფლებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობიდან. შეხვედრა ორგანიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ. ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველჰყო ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციების კონფედერაციამ – CONCORD და ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ.

იხილეთ შეხვედრის მოკლე ანგარიში

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტური განვითარების ეროვნული კონსულტაცია, ვიდეო ანგარიში

სრული ანგარიში