სემინარი გორში: „გახდი პასუხისმგებლიანი მოქალაქე“

15–16 მაისს გორში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ გამოცხადებული კონკურსის „გახდი პასუხისმგებლიანი მოქალაქის” ფარგლებში შერჩეული კონკურსანტებისთვის ტრენინგ–სემინარი გაიმართა.
კონკურის პირველი ეტაპი მოიცავდა კონკურსის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებთან სამოქალაქო მონიტორინგის თემაზე თეორიული ინფორმაციის მიწოდებას, ასევე, პრაქტიკულ სავარჯიშოებს და კონკრეტული მაგალითების განხილვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს, მონაწილეები აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
კონკურსის მეორე ეტაპი შესაძლებლობას აძლევს ტრენინგის მონაწილეებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფებს, შემოიტანონ განაცხადი და ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე პრაქტიკაში განახორციელონ სამოქალაქო მონიტორინგის პროცესი. საუკეთესო განაცხადების მქონე საინიციატივო ჯგუფები დაჯილდოვდებიან 1000 ლარის ოდენობის საპრიზო თანხით. აქტივობები ხორციელდება პროექტის „ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირების შექმნა საქართველოში“ – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი Bread For The World–ის მხარდაჭერით.