შეხვედრები ახალგაზრდებთან საქართველოს რეგიონებში

20 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) იწყებს შეხვედრების ციკლს ახალგაზრდებთან რეგიონებში.

შეხვედრების მიზანი მათი ინფორმირება და ბაასი დათო ტურაშვილთან, დავით პაიჭაძესთან, ქეთი კვინიკაძესთან, ლაშა ბუღაძესთან, გიორგი გახელაძესთან, ნენე კვინიკაძესთან, ტორესა მოსთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო ღირებულებების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

„ეს ქვეყანა შენია“ – სამოქალაქო კამპანიაა, რომლის ფარგლებშიც იმართება ასეთი საინტერესო შეხვედრები და ასევე იმ ახალგაზრდების დაჯილდოვება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კამპანიის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში და გაიმარჯვეს.

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში., რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.