სსო–ების საგადასახადო დაბეგვრის საკითხები

25 ივნისს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) გამართა ონლაინ კონსულტაცია–ვებინარი – საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო დაბეგვრის საკითხებზე.

ვებინარში მონაწილეობას იღებდა 31 საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ონლაინ კონსულტაცია მოიცავდა ისეთ საკითხებს როგორიცაა: საგადასახადო დაბეგვრა და ადმინისტრირება, მათ შორის კორონავირუსიდან გამომდინარე აქტუალური საკითხები.

ონლაინ კონსულტაცია–ვებინარი გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით ახორციელებს კონსორციუმი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.