ტრენინგი სამინისტროს (MRA) იურიდიული დეპარამენტის თანამშრომლებისთვის

2010 წლის 3, 5 და 6 ივლისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ კანონმდებლობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის მექანიზმების საკითხებზე.

ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების რეგულირება ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში: საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე დაცვა; გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები; საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2009-2012 წლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ; გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის როლი იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვაში, სხვა საერთაშორისო (ჰუმანიტარული) ორგანიზაციების ჩართულობა; იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვა; ნებაყოფლობითი დაბრუნება, განსახლება და რეინტეგრაცია; პრობლემის მდგრადი მოგვარების ჩარჩო და სხვა.

ტრენინგები ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული World Learning /Georgia, FORECAST პროგრამაში მიმდინარე პროექტის „ტრენინგების ჩატარება და ტექნიკური დახმარების გაწევა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტისათვის“ ფარგლებში.