თვითმმართველობის საფუძვლების ონლაინ სასწავლო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები

  • მთავარი
  • ინფორმაცია
  • თვითმმართველობის საფუძვლების ონლაინ სასწავლო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები
„თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლების“ ონლაინ სასწავლო პროგრამაში მონაწილეთა პირველმა ნაკადმა სასწავლო პროცესი დაასრულა. მასში მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თვითმმართველობების 80 მოხელე. მათგან 65–მა გადალახა სერტიფიკატისთვის დაწესებული ზღვარი. სასწავლო პროცესი მოიცავს თვითმმართველობის საკითხებზე შექმნილ 10 ვიდეოლექციას, საკითხავ მასალას და შესაბამის ტესტებს. კურსს უძღვება ირაკლი მელაშვილი. სასწავლო პროცესი სხვა მონაწილეებისთვის შემოდგომაზე დაიწყება.
„თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლების“ კურსი განთავსებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ონლაინ პლატფორმაზე – www.e-learning.ge. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ონლაინ სასწავლო პროგრამები რამდენიმე წლის წინ დაიწყო. კურსები მოიცავს ვიდეოლექციებს, სასწავლო მასალას, მონაწილეთა და ლექტორის ინტერაქციას ფორუმის საშუალებით და შეფასების სისტემას. „თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლები“ ინსტიტუტისთვის რიგით მეექვსე ონლაინ კურსია. აღნიშნული კურსის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“.