ანონსი

25.11.2012

30 ნოემბერს 15 საათზე შრატონ მეტეხი პალასში, გაიმართება შეხვედრა თემაზე: “სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელები”, რომლის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ოქსფამი.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ამ ორგანიზაციების მიერ აპრობირებული სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელები.

აგრეთვე, წარმოდგენილი იქნება მოდელის აღწერის ამსახველი წიგნი და ნაჩვენები იქნება ამ თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი.

ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს სიღარიბის დაძლევის მიმართულებით. ამ მიმართულებით განხორციელდა არაერთი პროექტი, რომელის ფარგლებშიც მოხდა წარმოდგენილი მოდელების აპრობირება.
2007-2012 წლებში ოქსფამის ფინანსური მხარაჭერით განხორციელდა პროექტი, რომელიც მოიცავდა საქართველოს 2 რეგიონს(სამეგრელო, აჭარა) და რომელის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა.

წინასწარ შერჩეულ უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ოჯახებს გადაეცათ საწარმოო კაპიტალი, უტარდებოდათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა მეკარტოფილეობაში, მებოსტნეობაში, მეცხოველეობასა და მეფუტკრეობაში. პარალელურად გაიცემოდა ინდივიდუალური კონსულტაციები და რჩევები. გამოყენებილი იქნა ეტაპობრივი თანამონაწილეობის პრინციპიც.

შედეგად გაიზარდა ბენეფიციართა მიერ მიღებული პროდუქციის რაოდენობა და ხარისხი და აქედან გამომდინარე, მათი შემოსავალიც.
გამოყენებული მოდელი მოკლე თეზისების სახით შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

მაღალი ხარისხის საწარმოო კაპიტალზე ხელმისაწვდომობა;
თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების და წარმოების შესახებ ცოდნის გადაცემა და გამოცდილების გაზიარება;
კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურება;
თანამონაწილეობის მკაცრად განსაზღვრული წესი.
ფერმერსა და სპეციალისტს შორის ეფექტური კომუნიკაციის მოდელი – ეკო-კლუბი – შემუშავდა ეკონომიკური განვითარების პროგრამაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა ეკოლოგიურად უსაფრთხო სოფლის მეურნეობის პოპულარიზაცია, ფერმერთა მომსახურების სერვისის ახალი მოდულის აპრობირება და ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართვა ამ საკითხებში.