ანონსი

10.09.2017

2017 წლის 12-14 სექტემბერს, ქალაქ ოდესაში (უკრაინა), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღეენ სასწავლო სემინარში თემაზე: ,,საბინაო ფონდის მართვა“. სემინარის ფარგლებში, 14 სექტმებრს საერთაშორისო კონფერენციაც გაიმართება.

სემინარი ტარდება პროექტის ,,გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში.

სემინარი მიზნად ისახავს საბინაო სექტორში ეროვნული რეფორმების მხარდაჭერას, სამოქალაქო საზოგადოების სამეთვალყურეო როლის გაზრდას, გაუმჯობესებული საბინაო მართვის, საცხოვრებელი სახლების ენერგეტიკული სანაციისა და ბარიერების გარეშე გარემოს შექმნას. პროექტი ასევე ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადეობასა და ეროვნულ, ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას საბინაო საკითხების გარშემო.

პროექტის “HOME” შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე:
http://jildom.com/zhurnal/proekt-ek-na-puti-k-reformam-zhilishhnogo-sektora.html
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.