Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
ანონსი: საგადასახადო გარემოს კვლევის და ფინანსური ანგარიშგების კვლევის პრეზენტაცია რეგიონებში - Civil Society Institute

ანონსი: საგადასახადო გარემოს კვლევის და ფინანსური ანგარიშგების კვლევის პრეზენტაცია რეგიონებში

15.09.2022

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) იწყებს შეხვედრებს რეგიონებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო გარემოს კვლევის შედეგებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ფინანსური ანგარიშგების და საგადასახადო დაბეგვრის საკითხებზე გზამკვლევის გასაცნობად.

შეხვედრის მიზანია დაინტერესებული მხარეები გაეცნონ კვლევის მიგნებებსა და შედეგებს, ასევე გზამკვლევში მიმოხილულ მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ მაგალითებს და მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული საკითხის ირგვლივ დაგეგმილ დისკუსიაში.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო გარემოს კვლევის დოკუმენტში მიმოხილულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაბეგვრის თავისებურებები, გამოვლენილია საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებით არსებული ძირითადი პრობლემები, შემუშავებულია საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებისა და ცვლილებების რეკომენდაციები.

გზამკვლევში „საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ფინანსური ანგარიშგების და საგადასახადო დაბეგვრის საკითხებზე“ განხილულია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების თეორიისა და პრაქტიკის საფუძვლები, დეტალურად გაანალიზებულია ორგანიზაციების საგადასახადო დაბეგვრის მნიშვნელოვანი ქეისები, რომლებიც გაანალიზებულია პრაქტიკული მაგალითების ჭრილში, მოცემულია რეკომენდაციები საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური და საგადასახადო რისკების ეფექტიანი მართვისათვის.

შეხვედრების განრიგი:

  • 16 სექტემბერი – მარნეული
  • 19 სექტემბერი – გორი
  • 20 სექტემბერი – ახალციხე
  • 28 სექტემბერი – თელავი
  • 17 ოქტომბერი – ქუთაისი
  • 18 ოქტომბერი – ზუგდიდი
  • 19 ოქტომბერი – ოზურგეთი
  • 20 ოქტომბერი – ბათუმი

შეხვედრას მართავს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ – ფარგლებში. ინიციატივის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტის ამოცანებს შორის არის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: 579 13 52 92