კონსულტაცია–ვებინარი შრომით ურთიერთობებზე

18.11.2020

27 ნოემბერს, 15:00 საათზე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გამართვას კონსულტაცია-ვებინარს,  თემა: შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები

ვებინარი წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, არაუგვიანეს 24 ნოემბრის ჩათვლით.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/sNFCmm4F6mt6YWz87

რეგისტრაციისას მიუთითეთ საკითხი/კითხვა რომელზეც გსურთ საუბარი იყოს ვებინარზე. რეგისტრირებული პირები ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებენ მონაწილეობისათვის აუცილებელ ZOOM-ის ბმულს.

საკონტაქტო ტელეფონი: 577 69 30 74

კონსულტაცია-ვებინარი იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით ახორციელებს კონსორციუმი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.