11 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ორგანიზებით გაიმართება მულტიაქტორული შეხვედრა „სოციალური მეწარმეობის საარსებო გარემო საქართველოში – არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“.
შეხვედრა გაიმართება ონლაინ ფორმატში, რომლის მიზანია სოციალური მეწარმეობის ხელსაყრელი საარსებო გარემოს ხელშეწყობა და თანამშრომლობითი პლატფორმის ჩამოყალიბება.
ღონისძიება იმართება პროექტის – „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი • Social Enterprise Alliance Georgia, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), სამოქალაქო დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო.