სსო–ების საგადასახადო გარემოს კვლევის პრეზენტაცია

01.04.2022

5 აპრილს 12:00 სათზე ონლაინ ფორმატში გაიმართება საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო გარემოს კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
აღნიშნული კვლევის ფარგლებში მოხდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაბეგვრის თავისებურებების შესწავლა, არაკომერციულ სექტორში საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებით არსებული ძირითადი პრობლემების გამოვლენა, საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების და ცვლილებების რეკომენდაციების შემუშავება.

შეხვედრის მიზანია დაინტერესებული მხარეები გაეცნონ კვლევის მიგნებებსა და შედეგებს, იმსჯელონ მომზადებულ დოკუმენტში განხილულ საკითხებზე და მონაწილეობა მიიღონ საკითხის გარშემო გამართულ დისკუსიაში.

ონლაინ შეხვედრას მართავს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ – ფარგლებში. ინიციატივის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტის ამოცანებს შორის არის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება.

გთხოვთ, თქვენი მონაწილეობა დაადასტუროთ არაუგვიანეს 4 აპრილისა, მისამართზე: n.samsonidze@civilin.org.

შეხვედრის ბმული:
https://us02web.zoom.us/j/87245332457?pwd=c0JTaHZNVXJOTlZ1N24rTFRtZDVrUT09
შეხვედრის ID: 872 4533 2457
პაროლი: 5678