სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ქობულეთის გამგეობასთან თანამშრომლობით და “German Marshall Fund”-ის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “ქობულეთის გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა”.
პროექტის ფარგლებში, 5 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით, გამგეობის 70 თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენინგების ციკლი, რომლის მიზანიც არის გამგეობის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და უნარ-ჩვევების განვითარება. ტრენინგები ჩატარდა შემდეგ თემატიკაში:
- მართვა და მართვის ორგანიზაცია;
- მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
- ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა.
2009 წლის 16 მარტს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, მოხდება გამგეობის თანამშრომლებისათვის სერთიფიკატების გადაცემა.