პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში და მონაწილეობითი მმართველობის გაძლიერება შემდეგ სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ბათუმი, ჩოხატაური, დმანისი და მარნეული.
პროექტის ამოცანები
- პარტნიორ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს წევრების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით საგანმანათლებო პროგრამის და პროდუქტების შექმნა, რაც საკრებულოს წევრებს მანდატით გათვალისწინებული მოვალეობების და პასუხისმგებლობების უფრო ეფექტურად შესრულებაში დაეხმარება.
- პარტნიორ მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის თვითშეფასების მეთოდოლოგიის (Benchmarking) დანერგვა, რითაც შეფასდება ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა, რაც მუნიციპალურ დონეზე მმართველობის და სერვისების მიწოდების პროცესის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
- საპილოტე მუნიციპალიტეტებში, თვითშეფასების შედეგებზე დაყრდნობით, თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული აქტივობების შემუშავება. სამიზნე მუნიციპალიტეტების დახმარება მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებაზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმების შემუშავებაში.
- ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გამოყენებული მოქალაქეთა მონაწილეობის ინოვაციური მექანიზმების გამოვლენა და შერჩეულ მუნიციპალიტეტებში პილოტირება. მონაწილეობითი მექანიზმების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: მექანიზმის დანერგვის განხორციელებადობა, საპილოტე მუნიციპალიტეტების და სამიზნე აუდიტორიის საჭიროებები (განსაკუთრებული ყურადღება მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის წახალისებას დაეთმობა).
- ადგილობრივ საჭიროებაზე მორგებული მონაწილეობითი მექანიზმების დანერგვისთვის საჭირო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება/გაუმჯობესება და საპილოტე და არასაპილოტე მუნიციპალიტეტებს შორის ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა.
- სამიზნე მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შესაძლებლობების გაძლიერება და მოქალაქეებზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობების და სერვისების მიწოდების ადვოკატირებაში მათი ჩართულობის წახალისება.
- ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიის შემუშავება და დანერგვა, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების შესაძლებლობების გაძლიერებას და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის წახალისებას.
- სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს შორის მყარი კავშირების შექმნის მხარდაჭერა და რეგიონებეს შორის გამოცდილების გაზიარება.
- სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისთვის სახელმძღვანელოს შექმნა,სადაც წარმოდგენილი იქნება მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მექანიზმების დეტალური მეთოდოლოგია.
დონორი
USAID – ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა
პროექტის არეალი
საქართველო და ასევე საპილოტე მუნიციპალიტეტები: ბათუმი, ჩოხატაური, მარნეული, დმანისი.
განხორციელების ვადები
მაისი, 2023-აპრილი, 2024
პროექტის ხელმძღვანელი
ნათია აფხაზავა