პროექტის მიზანი
ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე განვითარების სფეროში ჩართული აქტორების გაძლიერება, რათა მათ ეფექტურად შეძლონ ადგილობრივი საჭიროებებისა და განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობა.
პროექტის ამოცანები
- ადგილობრივი განვითარების აქტორების (საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სოციალური საწარმოები, მუნიციპალიტეტები) საარსებო გარემოს გაუმჯობესება;
- საზოგადოებრივი მონაწილეობისა და აქტივიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებით;
- ადგილობრივი განვითარების აქტორების შესაძლებლობების გაძლიერება.
დონორები და პარტნიორები
პროექტი ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ოზურგეთის პროგრესის სახლის თანამშრომლობით და მას აფინანსებს გერმანული ფონდი Bread For The World (პური მსოფლიოსთვის).
პროექტის არეალი
აჭარა, გურია, შიდა ქართლი
პროექტის განხორციელების ვადები
01.10.2020 – 30.09.2023
პროექტის ხელმძღვანელი
ია გაბუნია
პროექტის აქტივობები
- ადგილობრივი განვითარების აქტორების სამართლებრივი დახმარება/კონსულტირება და კონსულტაციებით უზრუნველყოფა;
- საზოგადოებრივი ორგანიზაციების/სოციალური საწარმოების საარსებო გარემოს გაუარესების პრევენციის მიზნით, შესაბამისი კანონმდებლობის მუდმივი მონიტორინგი;
- საკანონმდებლო პაკეტების (სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სტანდარტიზაცია; მუნიციპალური გრანტების გაცემის უფლება) ადვოკატირება, ხელსაყრელი საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად;
- ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის შესაბამისი დაქვემდებარებული ნორმატიული აქტების შემუშავება;
- სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების გადახედვა; საკანონმდებლო სივრცეში სოციალური მეწარმეობის დეფინიციის დამკვიდრების ადვოკატირება;
- სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებული მხარისთვის მრგვალი მაგიდის დისკუსიების ფასილიტაცია;
- საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე სტრატეგიული ხედვის შემუშავება;
- მუნიციპალიტეტებისთვის საზოგადოებივი მონაწილეობის სახელმძღვანელოს შექმნა;
- სამიზნე მუნიციპალიტეტებისთვის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის მხარდამჭერი გზამკვლევების (საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაცია, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის მონიტორინგი და შეფასება) შექმნა;
- მონაწილეობითი ბიუჯეტირების კამპანიის პროცესში სამიზნე მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა;
- სამოქალაქო ჩართულობის benchmarking-ის მიგნებებზე დაყრდნობით, სამიზნე მუნიციპალიტეტებისათვის კონკრეტული სამოქმედო გეგმების შემუშავება;
- benchmarking-ის ინსტუმენტის გამოყენება სამიზნე მუნიციპალიტეტებში (ფაზა 2);
- მუნიციპალიტეტაშორისი გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა;
- ყოველწლიური ეროვნული ფორუმების ორგანიზება საზოგადოებრივი მონაწილეობის თემაზე:
- მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი მონაწილეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა;
- სამოქალაქო აქტივიზმის სტიმულირება, ადგილობრივი განვითარების აქტორებისთვის სხვადასხვა სახის წლიური კონკურსების ორგანიზებით;
- www.csogeorgia.org-ის უწყვეტი განახლება, მონიტორინგი, ახალი კონტენტის შექმნა, საზოგადოებრივი მონაწილეობის, ცნობიერების ამაღლლების უზრუნველსაყოფად;
- საზოგადოებრივი მონაწილეობის კუთხით, დგილობრივი განვითარების აქტორებისთვის სხვადასხვა ონლაინ სასწავლო პროგრამის შეთავაზება;
- მონაწილეობით ბიუჯეტირებასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ, სამიზნე მუნიციპალიტეტებთან მენტორობა;
- შესაძლებლობების განვითარების ინიციატივები ახალგაზრდებისა და ადგილობრივი ხელისუფლების განვითარების სხვა აქტორებისთვის, სამოქალაქო აქტივიზმისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის სტიმულირების მიზნით.