ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება

პროექტის მიზანი

სამოქალაქო საზოგადოებისა (ადგილობრივი ორგანიზაციები, აქტიური მოქალაქეები და ახალგაზრდები) და ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობებისა და კომპეტენციის გაზრდა, საარსებო გარემოს გაუმჯობესება, რათა მათ, ერთობლივი ძალისხმევით, ადგილობრივ დონეზე, ხელი შეუწყონ მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას.

პროექტის ამოცანები

  • სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, რომელიც მოიაზრებს ისეთ საკითხების ადვოკატირება-ლობირებას როგორიცაა: სახელმწიფო დაფინანსებისა და მუნიციპალური გრანტების მექანიზმები, ეკონომიკური აქტივობის წახალისების მექანიზმები, ფინანსური პაკეტი მოხალისეობის წასახალისებლად; სამოქალაქო სექტორის ინიციატივების წარმოჩენ და სსო-ების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა ინტერაქტიული პლატფორმაზე www.csogeorgia.ge;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და განვითარების სხვა აქტორების შესაძლებლობების შესაძლებლობების გაზრდა: ელექტრონული სწავლების გზით, პორტალ e-learning.ge საშუალებით; გურიის, ბათუმისა და შიდა ქართლის რეგიონში ჩატარებული ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის საფუძველზე შექმნილი მოკლე სასწავლო ვიდეოებითა და კონკურსებით;
  • ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი მიდგომების გაძლიერება სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის: მრავალაქტორულ მონაწილეობით აქტივობები – ერთობლივი ტრენინგების, მონაწილეობითი ბიუჯეტირების, სამოქალაქო მონიტორინგის ხელშეწყობა; ბათუმის, ქობულეთის, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და გორის მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი მიდგომების ხარისხის შემოწმება და ადგილობრივ თვითმმართველობებს საჭიროებებზე დაფუძნებული საქმიანობის განხორციელებაში დახმარება ბენჩმარკინგის პროცესით.

დონორები და პარტნიორები

Bread for the World

პროექტის არეალი

აჭარა, გურია, შიდა ქართლი

პროექტის განხორციელების ვადები

2017-07-01 – 2020-06-30

პროექტის ხელმძღვანელი

ია გაბუნია