პროექტის მიზანი
სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდოლოგიით წარმოების სწავლება, დემონსტრირება და პოპულარიზაცია მაღალმთიან აჭარაში, მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით ერთიანი მოდელის ფორმირება და პოპულარიზაცია ქვეყნის სხვა რეგიონებში.
პროექტის ამოცანები
- ხულოში, შუახევსა და ქედაში 5 სოფლისა და სამიზნე ჯგუფების შერჩევა და მათთვის ტრენინგების ჩატარება კონვენციული და ბიოლოგიური სოფლის მეურნეობათა დარგების მეთოდოლოგიით შედგენილი გარემოს უსაფრთხოებასა და ეკონომიკური შემოსავლის გაზრდაზე ორიენტირებულ სქემებთან დაკავშირებით; სასოფლო-სამეურნეო კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა;
- პერმანენტული, დროული და კვალიფიციური კონსულტაციები სამიზნე ჯგუფებისათვის – პროექტში ადგილობრივი საჯარო სკოლების აქტიური ჩართვა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით წარმოების პოპულარიზაციის მიზნით, სკოლებში შეხვედრა-სემინარების ჩატარება, დაინტერესებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯგუფების შექმნის ხელშეწყობა.
დონორები და პარტნიორები
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
პროექტის არეალი
აჭარა
პროექტის განხორციელების ვადები
2011-04-01 – 2011-11-30
პროექტის ხელმძღვანელი
ია გაბუნია