გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის

პროექტის მიზანი

საქართველოში რეგიონული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს მტკიცებულებებსა და კვლევებს, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას, დეცენტრალიზაციას, საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო ფინანსების ეფექტიან მართვას და მდგრად რეგიონულ განვითარებას, რაც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის წინაპირობაა.

პროექტის ამოცანები

  • ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის სტრატეგიული დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობების გაუმჯობესებას რეგიონული განვითარების სფეროში;
  • თანმიმდევრულად დაუჭიროს მხარი საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებებსა და კვლევით ორგანიზაციებს გამოყენებითი კვლევების წარმოებისას, რომელიც მიზნად ისახავს მოთხოვნაზე დაფუძნებულ ანალიზს, საბაზისო მონაცემების შეგროვებას, რეკომენდაციებისა და განხორციელების მექანიზმების განსაზღვრას, რეგიონული განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
  • ხელი შეუწყოს რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელებისას გამოვლენილი ხარვეზებისა და მიგნებების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და გააძლიეროს საქართველოს სამეცნიერო და კვლევით ორგანიზაციებსა და საქართველოს მთავრობას შორის შესაბამისი რესურსების გაზიარება.

დონორები და პარტნიორები

ევროკავშირი

პროექტის არეალი

საქართველო

პროექტის განხორციელების ვადები

2014-05-14 – 2016-05-14

პროექტის ხელმძღვანელები

ეკატერინე დანელია, არჩილ ცერცვაძე

 

პროექტის აქტივობები:

პოლიტიკის დოკუმენტები N 2;

”გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის” დასკვნითი ღონისძიება;

სამუშაო შეხვედრა რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში;

პოლიტიკის დოკუმენტები;

რეგიონული განვითარების პროგრამა – GARF-RD;

მოწვევა კონკურსში – საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება რეგიონული განვითარების სფეროში;

სამუშაო შეხვედრა რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში.