პროექტის მიზანი
ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელoრუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში; საცხოვრებლის მართვის გაუმჯობესებასა და საცხოვრებელი სახლების ენერგეტიკული სანაციის მხარდაჭერა პარტნიორ ქვეყნებში 10 რესურს-ცენტრის მეშვეობით.
პროექტის ამოცანები
- პოპულარიზაცია გაუწიოს ისეთ თემებს, როგორიცაა საცხოვრებლის მართვა და ენერგოეფექტური სანაცია, აგრეთვე, ადაპტირებული საცხოვრებელი გარემო მრავალბინიან სახლებში;
- გამოავლინოს ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვის შეზღუდვები და შესაძლებლობები აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საცხოვრებელ ფონდში;
- მხარი დაუჭიროს რეფორმებს საცხოვრებელ სექტორში და გაამყაროს სამოქალაქო საზოგადოების როლი, როგორც სადამკვირვებლო ინსტიტუტის;
- აამაღლოს მონაწილეთა კვალიფიკაცია სემინარების, სამუშაო შეხვედრების და საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიებების საშუალებით;
- აამაღლოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების პოტენციალი ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად;
- გააუმჯობესოს ურთიერთობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ხელისუფლების ორგანოებს შორის ცენტრალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე;
- წაახალისოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რათა მათ პოლიტიკურ დონეზე აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მრავალდონიანი მართვის მიდგომების მხარდაჭერის პროცესში და, ამავე დროს, გაამყარონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები/გაერთიანებები, როგორც მნიშვნელოვანი აქტორები განვითარების დაგეგმარებაში;
- გაამყაროს თანამშრომლობა გერმანულ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის.
ასევე, რესურს-ცენტრების საშუალებით
- მოქალაქეების ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლება, მესაკუთრეთა ქონებრივი უფლებების საკითხებზე, რაც ბმა-ს შექმნისა და საქმიანობის ძირითადი პრინციპებია;
- სასწავლო სემინარების და ტრენინგების ჩატარება ბმა-ს შექმნის და საქმიანობის საკითხებზე;
- ყოველდღიური კონსულტაციების გაწევა “ცხელი ხაზის” საშუალებით
საგანმანათლებლო საქმიანობების გატარება ბუღალტერებისათვის; - ბმა-ს დახმარება შეხვედრების ორგანიზებასა და მოწყობაში, აუცილებლობის შემთხვევაში კი ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა;
- ინდივიდუალური კონსულტაციების გაწევა და მოქალაქეთა ადგილებზე განათლება;
- რეკომენდაციების შესამუშავებლად ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაცებისა და ბმა-ების ძალისხმევის გაერთიანება კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
- საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზება ბმა-ების პარტნიორ ქალაქებში;
- პარტნიორ-ქალაქებში ურთიერთთანამშრომლობის დამყარება საერთაშორისო ფონდებთან და ორგანზაციებთან ბმა-ების განვითარებისათვის ორგანიზაციული და ფინანსური დახმარების გაწევის გზით.
დონორები და პარტნიორები
ევროკავშირი;
უკრაინა – ლვოვის საცხოვრებლი სახლების მესაკუთრეთა ასოციაცია და უძრავი ქონების მართვის სამეურნეო არაკომერციული ასოციაცია (ფონდი) საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა საკუთრების არასეხელმწიფოებრივი ფორმები;
აზერბაიჯანი – ქონების ბაზრის მონაწილეები;
საქართველო – ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოში,
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი,
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი”;
მოლდოვა – ქალაქების განვითარების ინსტიტუტი;
ბელორუსი – უძრავი ქონების მენეჯმენტის საერთაშორისო ასოციაცია (МАНМ);
საერთაშორისო საზოგადოებრივი გაერთიანება („ეკოპროექტი”).
ასოცირებული პარტნიორები
ლვოვის ინვალიდების ადგილობრივი ასოციაცია სრულიადუკრაინული ინვალიდების ორგანიზაცია „ორგანიზაციების კავშირი უკრაინის ინვალიდები”.
საკონტაქტო პირები
იოჰან შტრეზე
ტელ: +49 3020605487
strese@iwoev.org
ლარისა შრეკენბახ
ტელ: +49 3020605487
schreckenbach@iwoev.org
პროექტის კოორდინაცია:
IWO – ინიციატივა საცხოვრებელი მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში, ბერლინი.
პროექტის არეალი:
აზერბაიჯანი, ბელoრუსი, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა
პროექტის განხორციელების ვადები:
2015-01-31 – 2018-01-30
პროექტის ხელმძღვანელი:
ნათია აფხაზავა (საქართველოს მხარე)