პროექტის მიზანი
ქვეყანაში ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის ფორმირების ხელშეწყობა, მასში საზოგადოების მონაწილეობის, საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესების გზით.
პროექტის ამოცანები
- თვითმმართველობების დებულებებში\რეგლამენტში საზოგადოების მონაწილეობისა და საჯაროობის მარეგულირებელი ნორმების შესწავლა;
- თვითმმართველობის დებულებებში\რეგლამენტში საზოგადოების მონაწილეობისა და საჯაროობის მარეგულირებელი არსებული ნორმების დაცვის ხარისხის შესწავლა;
- თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში საზოგადოების არასაკმარისი მონაწილეობისა მიზეზების გამოვლენა;
- სფეროს გაუმჯობესების მიზნით, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საქმიანობების შესწავლა;
- რეკომენდაციების შემუშავება.
დონორები და პარტნიორები
ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“
პროექტის არეალი
საქართველო
პროექტის განხორციელების ვადები
2009-02-01 – 2009-07-31
პროექტის ხელმძღვანელი
ლალი შალვაშვილი