პროექტის მიზანი
ქალაქ ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მოსახერხებელი მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, მათ ინფორმირებულობას ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით გატარებული რეფორმებისა და თვითმმართველობის პროცესში საზოგადოების ეფექტური მონაწილეობის შესახებ, ასევე, კანონმდებლობის ცვლილებიდან გამომდინარე, ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, ადგილობრივი მმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის სისტემის რეფორმირებას.
პროექტის ამოცანები
- ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა
ჩართულობის ეფექტური მოდელის დანერგვა ქალაქ ბათუმში; - საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ადგილობრივი
თვითმმართველობის ინსტიტუტების შესახებ.
დონორები და პარტნიორები
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI)
პროექტის არეალი
ქალაქი ბათუმი
პროექტის განხორციელების ვადები
2016-03-01 – 2017-01-30
პროექტის ხელმძღვანელი
ნათია აფხაზავა