პროექტის მიზანი
გურიის ტურიზმის სექტორის მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის ამოცანები
- ადგილობრივ თვითმმართველობასა და ადგილობრივ არასახელისუფლო აქტორებს შორის თანამშრომლობითი და ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- გურიის ტურისტული პოტენციალის გამოკვლევა და შეფასება;
- მონაწილეობითი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავება ტურისტული ადგილებისა და შესაბამისი ბიზნეს სექტორების მდგრადი განვითარებისთვის;
- მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარდაჭერა და განსაზღვრული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური პროექტების განვითარების ლობირება, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.
დონორები და პარტნიორები
ევროკავშირი
პროექტის არეალი
გურია
პროექტის განხორციელების ვადები
2016-03-01 – 2019-03-01
პროექტის ხელმძღვანელი
ირინა ცინცაძე