პროექტის მიზანი
ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების კუთხით არსებული მდგომარეობის ასახვა აჭარის რეგიონში ალტერნატიული მონიტორინგის საშუალებით; ამ მიმართულებით, რეგიონში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების შეთავაზება.
პროექტის ამოცანები
- პროკურატურის სამოქმედო გეგმის ცალკეული ნაწილების შესახებ ალტერნატიული მონიტორინგის ანგარიშის მომზადება;
- ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მონიტორინგის შესაბამისად, პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება აჭარის რეგიონში;
- საქართველოს პროკურატურის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდა და ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
დონორები და პარტნიორები
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და იგი ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და „სტუდია მონიტორთან“ თანამშრომლობით.
პროექტის არეალი
აჭარა
პროექტის განხორციელების ვადები
2019-01-08 – 2019-09-08
პროექტის ხელმძღვანელი
ნათია აფხაზავა