პროექტის მიზანი
ტურისტულ ლოკაციებში – ქობულეთში, შეკვეთილსა და გრიგოლეთში, სერვისის მიმწოდებელთა ინფორმირება საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ისეთი სამართლებრივი რეგულაციების შესახებ, როგორიცაა: სურსათის უვნებლობა და ეტიკეტირება, მომხმარებლის ინფორმირება, შეცდომაში შეყვანისგან ან მოტყუებისგან დაცვა და მომსახურეობის უსაფრთხოება.
პროექტის ამოცანები
- სამივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ინფორმირება მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სურსათის უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემთან დაკავშირებით;
- სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან შერჩეული 9 მოხალისეს მომზადება მომხმარებელთა უფლებების შესახებ ინფორმაციის გამავრცელებლებად;
- გზამკვლევების შექმნა – „მომხმარებელთა უფლებები საქართველოსა და ევროპაში“.
დონორები და პარტნიორები
საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG)
პროექტის არეალი
ქობულეთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი
პროექტის განხორციელების ვადები
2016-10-01 – 2017-03-31
პროექტის ხელმძღვანელი
გიორგი ავაზაშვილი