პროექტის მიზანი
თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ურბანული სტრატეგიული გეგმის შემუშავება ასევე თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის არსებული მექანიზმებისა და მოსახლეობას შორის არსებული თანამშრომლობის არხების გაუმჯობესება და პოპულარიზაცია.
პროექტის ამოცანები
- „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა“ და „საზოგადოებრივი დარბაზების“ გაძლიერება და მათი პოპულარიზაცია;
- საჯარო შეხვედრების ორგანიზება;
- ქალაქში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება/ადვოკატირება;
- „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ ვებ-გვერდის შექმნა (www.marte.ge);
- საბიუჯეტო კალენდარის მომზადება და გავრცელება;
- თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება;
- საჯარო შეხვედრები თვითმმართველი ქალაქი ბათუმის 13-ვე ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობასთან;
- შეხვედრები ფოკუს-ჯგუფებთან (არქიტექტორები, ურბანისტები, დეველოპერები, დიზაინერები და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები);
- ბათუმის უბრანული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება;
- მოქალაქეთა ჩართულობის/მონაწილეობის უზრუნველყოფა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვების პროცესში;
- მოკვლევა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის 13 ტერიტორიულ ერთეულში არსებული ბიუჯეტის პროექტის განხილვის მიზნით;
- საზოგადოებრივი დარბაზის წევრების ტრენინგები საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებით;
- „ღია კარის დღე“ და საჯარო მოსმენა, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ბიუჯეტის საჯაროობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
დონორები და პარტნიორები
MSI
პროექტის არეალი
ქალაქი ბათუმი
პროექტის განხორციელების ვადები
2013-05-07 – 2013-12-31
პროექტის ხელმძღვანელი
ვაჟა სალამაძე