პროექტის მიზანი
თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გარკვეული მექანიზმების იმპლიმენტაცია, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების გზით.
პროექტის ამოცანები
- მოსახლეობის ინფორმირება თვითმმართველობის როლისა და ფუნქციების, მათი უფლბების, ჩართულობის მექანიზმების და კომუნიკაციის არხების შესახებ;
- სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გაძლიერება, მასში მოქალაქეთა და CSO-ების წარმომადგენლობის გაზრდითა და წევრების ტრენირებით, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების და საბიუჯეტო პროცესების შესახებ;
- საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა, მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით, “პოპულარული ბიუჯეტის” მომზადება, რომელშიც მოცემული იქნება ინფორმაცია 2012 წლის მუნიციპალური სერვისების შესახებ;
- საკრებულოს “ღია კარის სხდომის” დანერგვა, მოქალაქეთა გააქტიურებისა და საკრებულოს და თვითმმართველობის ორგანოთა თანამდებობის პირებისთვის არსებული პრობლემების უკეთ გაცნობის მიზნით;
- საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს წევრების მიერ მოსახლეობისადმი ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის ფორმის დანერგვა;
- საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა სპეციალური საინფორმაციო მასალების მომზადებისა და გავრცელების საშუალებით.
დონორები და პარტნიორები
MSI საქართველო USAID G3 (დემოკრატიული მმართველობა საქართველოში)
პროექტის არეალი
ქალაქი ბათუმი
პროექტის განხორციელების ვადები
2012-05-01 – 2013-04-01
პროექტის ხელმძღვანელი
ნათია აფხაზავა