სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

პროექტის მიზანი

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის ხელშეწყობა, მისი როლის გაზრდა პოლიტიკურ დიალოგსა და განვითარებაში.

პროექტის ამოცანები

  • სამოქალაქო საზოგადოების ფინასური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე – მოხალისეობის ხელშეწყობით;
  • სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
  • სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდა რეგიონებში, სამოქალაქო საზოგადოების – მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ღონისძიებებისა და ინიციატივების მხარდაჭერა, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე, საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით – ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით.

დონორები და პარტნიორები

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ.

პროექტის არეალი

საქართველო

პროექტის განხორციელების ვადები

01.01.17 – 31.12.20

პროექტის ხელმძღვანელი:

ია გაბუნია

 

პროექტის აქტივობები:

  • ტენდერი სარეკლამო რგოლების სატელევიზიო განთავსების მომსახურების შესყიდვაზე;
  • ტენდერი ნოუთბუქების შეძენაზე;
  • მიღება ონლაინ კურსებზე;
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო პროგრამაზე;
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისთვის ბლოგინგის შესახებ მოკლე სასწავლო ვიდეო ლექციების შექმნაზე;
  • იწყება განაცხადების მიღებას მონაწილეობითი ბიუჯეტირების კურსზე;
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს სოციალური მედია კამპანიის მომსახურებაზე;
  • ფორუმი „სამოქალაქო მონაწილეობა“;
  • ტენდერი პრომო პროდუქციის მიწოდებაზე;
  • დაიწყო მიღება ახალ ონლაინ კურსზე;
  • ტენდერი კრეატიული და სარეკლამო კომპანიებისთვის;
  • ტენდერს რეგიონული ტელე და რადიო კომპანიებისთვის;
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო პროგრამაზე;
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს გამომცემლობებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის;
  • ვებ–გვერდის (www.csogeorgia.org) განახლებასა და სოციალურ ქსელებში კამპანიის წარმოებაზე;
  • კონკურსი ონლაინ სასწავლო კურსის შექმნასა და გაძღოლაზე;
  • კონკურსი (PR) გზამკვლევის შექმნაზე;
  • კონკურსი კალენდრის შექმნაზე;
  • კონკურსი კრებულის შექმნაზე;
  • ტრენინგების ციკლი თემაზე „სისტემური ცვლილება და მონაწილეობა“;
  • სტაჟირების პროგრამა;
  • რეგიონული სამუშაო შეხვედრები;
  • კონფერენცია ”საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდამჭერი კამპანია: როგორ დავძლიოთ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები”;
  • ტრენინგები თემაზე ”სისტემური ცვლილება და საზოგადოებრივი მონაწილეობა”;
  • ტრენინგები-საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.