პროექტის მიზანი
განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანზაციების ეფექტურობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რათა მათ უკეთ შეძლონ ქვეყანაში უთანასწორობის, მარგინალიზაციის და სიღარიბის აღმოფხვრის ხელშეწყობა.
პროექტის ამოცანები
- სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება – შედეგად, გაუმჯობესდება სამართლებრივი გარემო , რაც სსო-ებს უკეთესი და უფრო ეფექტური ოპერირების საშუალებას მისცემს;
- სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა – შედეგად, მოხდება თვითმართველობასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის ინსტიტუციონალიზება, რაც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ და გამჭვირვალე თვითმართველობას; გაუმჯობესდება სსო-ების საზოგადოებრივი აღიარება და იმიჯი, გაუმჯობესდება და გააქტიურდება მათი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჩართულობის და სამოქალაქო აქტივობის სტიმულირებას;
- სსო-ების შორის თანამშრომლობის ხელშწყობა – შედეგად, გაუმჯობესდება სსო-ებს შორის კომუნიკაცია, კოორდიანაცია და პარტნიორობა; შეიქმნება სსო-ების ძლიერი გაერთიანება/პლატფორმა/, რომელიც უზრუნველყოფს სექტორის ერთიანი ხედვისა და სტანდარტების ჩამოყალიბებას; უზრუნველყოფს საერთაშორისო პროცესებში ჩართულობას და სსო-ების ინტერესების ადვოკატირებასა და ლობირებას, რასაც, მთლიანობაში, უდიდესი გავლენა ექნება ქვეყანაში სსო-ების განვითარების ეფექტურობაზე და დიდად შეუწყობს ადგილობრივი სსო–ოების საქმიანობის გაუმჯობესებას;
- სსო-ების შესაძლებლობების გაუმჯობესების ხელსეწყობა შედეგებზე ორიენტირებული მართვის სისტემის დანერგვის მიმართულებით – შედეგად, ადგილობრივი სსო-ები შეძლებენ გაიუმჯობესონ უნარები, რათა მათი საქმიანობა მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული საბოლოო შედეგებზე და უზრუნველყონ მდგრადი პოზიტიური ცვლილებების მოხდენა ქვეყანაში უთანასწორობის, მარგინალიზაციის და სიღარიბის დასაძლევად.
დონორები და პარტნიორები
Bread for the World
პროექტის არეალი
საქართველო
პროექტის განხორციელების ვადები
2011-04-01 – 2014-06-30
პროექტის ხელმძღვანელი
ია გაბუნია