პროექტის მიზანი
სოციალურ სფეროზე ორიენტირებული ორგანიზაციების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის, ზოგადად, სამოქმედო გარემოს გაუმჯობესება, ამ ორგანიზაციების ინსტიტუციონალური და ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა, სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება, სახელმწიფოს მიერ სოციალური მომსახურების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან შესყიდვის მოქნილი მექანიზმის შექმნა, ქვეყანაში მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროცესში ჩართვის გზით, სახელმწიფო სოციალური ზრუნვის სისტემის ჩამნაცვლებელი ალტერნატიული, საზოგადოებაზე დაფუძნებული ზრუნვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა, სოციალურ სფეროზე ორიენტირებულ ორგანიზაციებზე დაყრდნობით, საზოგადოების სოციალური ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ამოცანები
- სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების კვლევა;
- სოციალური სფეროს აქტორების ქმედითუნარიანი ქსელის ჩამოყალიბება/მართვა;
- სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების უფასო იურიდიული დახმარების ცენტრის შექმნა;
- სოციალური სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესწავლა/ანალიზი/სრულყოფა;
- საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა/ანალიზი სოციალური მომსახურების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან შესყიდვის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ხელისუფლების თანამშრომლობის, სახელმწიფო დაფინანსების კუთხით;
- სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი, სოციალური საკითხების მიმართ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა/ანალიზი, სოციალური გზამკვლევის გამოცემა.
დონორები და პარტნიორები
Evangelischer Entwicklungsdienst – EED
პროექტის არეალი
საქართველო
პროექტის განხორციელების ვადები
2006-10-01 – 2011-03-31
პროექტის ხელმძღვანელი
ია გაბუნია