სოციალური მეწარმეობის ინიციატივა საქართველოსთვის

პროექტის მიზანი

სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი საარსებო გარემოს შექმნა, რათა მათ შეძლონ, საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ, საკუთარი მიზნებისა და ამოცანების უკეთ განხორციელება.

პროექტის ამოცანები

  • საქართველოში სოციალური მეწარმეობის სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება;
  • სოციალური მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის სტრატეგიული ხედვისა შექმნა, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციებისa და სოციალური საწარმოების შესაძლებლობების გაძლიერება.

დონორები და პარტნიორები

პროექტი ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისa და სოციალურ საწარმოთა ალიანსი საქართველოს თანამშრომლობით, არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის არეალი

საქართველო

პროექტის განხორციელების ვადები

01.10.2019 – 31.05.2021

პროექტის ხელმძღვანელი

ია გაბუნია

 

პროექტის აქტივობები

  • სოციალური მეწარმეობის კანონის ადვოკატორება;
  • სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა;
  • სოციალური მეწარმეობის ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა;
  • სოციალური მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის სტრატეგიული ხედვის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება;
  • მრგვალი მაგიდა/დისკუსიების ორგანიზება;
  • სოციალური მეწარმეებისთვის და სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ონლაინ სასწავლო პროგრამის შექმნა, რომელიც მოიცავს ორ მოდულს: სამართლებრივი მართვა და ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება;
  • გზამკვლევის შექმნა სოციალური საწარმოებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირებისათვის, სამართლებრივი მართვისა და ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების საკითხებზე;
  • სოციალური მეწარმეებისა და სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარება/კონსულტირება.