სსო მეტრი: ქმედება უკეთესი გარემოსათვის

სსო მეტრი: ქმედება უკეთესი გარემოსათვის (CSO Meter: Empowered for Action) არის სსო მეტრის პროექტის მესამე ეტაპი, რომელიც დაიწყო 2017 წელს და განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, არასამეწარმეო სამართლის ევროპული ცენტრისა (ECNL) და პარტნიორი სსო-ების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ექსპერტების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ პროექტის ძირითად ჯგუფს.

სსო მეტრის საერთო მიზანია, ხელი შეუწყოს ხელსაყრელ გარემოს შექმნას სამოქალაქო საზოგადოებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში. ეს მიზანი, უპირველეს ყოვლისა, ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების გარემოს მუდმივი მონიტორინგისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გაუმჯობესებული პოლიტიკისა და პრაქტიკის ადვოკატირების გზით.

პროექტი მოიცავს რეგიონულ სსო მეტრის ჰაბს, როგორც ორგანიზაციების ქსელს, რომლებიც ჩართულნი არიან სამოქალაქო საზოგადოების გარემოს მონიტორინგსა და ადვოკატირებაში ძირითადი ჯგუფის მხარდასაჭერად.

დონორი და პარტნიორები

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ორგანიზაციების მიერ არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) ხელმძღვანელობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პარტნიორი ორიგანიზაციებია: საერთაშორისო გამჭვირვალობა სომხეთში (TIAC); შპს MG ქონსალთინგი (აზერბაიჯანი) , სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (საქართველო), პრომო-ლექს ასოციაცია (მოლდოვა), სოციალური აქტივიზმის მხარდაჭერის საინიციატივო ცენტრი
“Ednania” (უკრაინა).

პროექტის არეალი

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა.

პროექტის განხორციელების ვადები

01.01.2024 – 31.12.2027