მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

  მიმდინარე პროექტები

პროგრესის მონიტორინგი უკეთესი გარემოსთვის

„სსო მეტრი“ (CSO METER) არის მონიტორგინის ინსტრუმენტი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემოს შესაფასებლად შემუშავდა. იგი შედგება სტანდარტების პაკეტისა და ინდიკატორებისაგან ათი მიმართულებით, რომელიც ზომავს როგორც კანონმდებლობას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას. ინსტრუმენტი შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. სსო მეტრის მიზანია შექმნას ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქმედო გარემოს რეგულარულ და თანმიმდევრულ მონიტორინგს. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავდება რეკომენდაციები და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების კამპანიები, რომელიც გააუმჯობესებს სსო-ების საარსებო გარემოს. დაინტერესებული მხარეები უკეთ გაიაზრებენ იმ საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენს სსო-ების საარსებო გარემოზე და დაეყრდნობიან საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ბენჩმარკებს სამოქმედო გარემოს გასაუმჯობესებლად. „სსო მეტრი“ შემუშავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყენების ექსპერტებთან თანამშრომლობით, არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის მხარდაჭერით (ECNL) და ევროკავშირის დაფინანსებით. „სსო მეტრი“ სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. მის შემუშავებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, რამაც უზრუნველყო ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ინსტრუმენტის შექმნა.
ვრცლად >>


სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

პროექტის აღწერა:
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ.

პროექტის მიზანი:
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის ხელშეწყობას და პოლიტიკურ დიალოგსა და განვითარებაში მისი როლის გაზრდას.
    პროექტის ამოცანები:
  • სამოქალაქო საზოგადოების ფინასური მდგრადობის გაზრდა დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
  • სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
  • სამოქალაქო საზოგადოების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
  • სამოქალაქო საზოგადოების ღონისძიებებისა და ინიციატივების მხარდაჭერა ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით.

2020 წლის ბოლომდე ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება 110-ზე მეტი სხვადასხვა სახის ღონისძიება და გაიცემა 80-მდე გრანტი, რითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით.


ვრცლად >>


ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები