ადვოკატირება ეფექტური მონაწილეობისთვის

პროექტის მიზანი

ხელი შეუწყოს გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თემების მონაწილეობის გაზრდას მათთვის აქტუალური პრობლემების გადაწყვეტის პროცესში მუნიციპალურ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობით.

პროექტის ამოცანები

  • გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა(ცვლილებები), რომელიც შესაძლებელს გახდის თემების მიერ ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ წარდგენილი პროექტების თანადაფინანსებას გამარტივებული გზით;
  • გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი სსო-ები, სათემო ორგანიზაციები, ამხანაგობები, არარეგისტრირებული კავშირები, საინიციატივო ან ინტერესის ჯგუფები იყენებენ თანადაფინანსების გამარტივებულ მექანიზმს;
  • სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები.

დონორები და პარტნიორები

პროექტი განხორციელდა გორის საინფორმაციო ცენტრი (GIC) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) გორის ოფისის მიერ NDI (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი) ის USAID ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის არეალი

გორის მუნიციპალიტეტი

პროექტის განხორციელების ვადები

01.09.19 – 31.06.20

პროექტის იურისტი

ლევან ფანიაშვილი

პროექტის ლობისტი

დარეჯან მურადაშვილი

პროექტის აქტივობები

  • თანადაფინანსების მექანიზმის გამარტივებული გაცემის წესის შემუშავება და მისი ლობირება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში;
  • საინფორმაციო კამპანიის წარმოება.