CSO Meter: ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერების გზამკვლევი

პროექტის მიზანი

პროექტის საყოველთაო მიზანია მხარი დაუჭიროს საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო გამოცდილებაზე დაფუძნებულ მონიტორინგისა და ადვოკატირების პროცესს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის ხელშეწყობისთვის, რომელიც პასუხობს ორგანიზაციების, აქტივისტების და საზოგადოების საჭიროებებს.

პროექტი მინიმუმ სამ საჭიროებას პასუხობს: (1) უზრუნველყოს სსო-ების მონიტორინგის ინსტრუმენტში იმ სტანდარტების და ინდიკატორების თავმოყრა, რომელთა გამოყენება შესაძლებელია, როგორც მიმდინარე, ისე განვითარების ეტაპზე მყოფი საკითხების მონიტორინგისთვის, რომლებიც გავლენას ახდენს ხელსაყრელ გარემოზე (2) მოახდინოს სსო-ების გარემოს შედარება ქვეყნების და რეგიონების დონეზე, შეაფასოს პროგრესი ან მისი ნაკლებობა და უზრუნველყოს პოლიტიკის დიალოგი და (3) გააფართოვოს ექპერტების და ორგანიზაციების წრე, რომლებსაც შეუძლიათ სსო-ების მონიტორინგის ინსტრუმენტის გამოყენება მონიტორინგისთვის და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ადვოკატირებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხელსაყრელი სამართლებრივი და პრაქტიკული გარემოს შექმნას.

პროექტის ამოცანები

  • გაფართოვდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების კრიტიკული რაოდენობის პროცესში ჩართვა და მათი გაძლიერება, რომლებიც გამოიყენებენ მონიტორინგის ინსტრუმენტს, ერთმანეთს გაუზიარონ სტრატეგიები და გამოცდილება და ადვოკატირება გაუწიონ ქვეყნებსა და რეგიონებს შორის საარსებო გარემოს გაუმჯობესებას.
  • სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა გარემოს მდგრადობის ამსახველი მასალის რეგულარულად შეგროვებაში. მონიტორინგის დახმარებით და რეგულარული მტკიცებულებების შეჯერების მეშვეობით შესაძლებელი იქნება განვითარების ეტაპზე არსებული ტრენდების იდენტიფიცირება და საერთაშორისო სტანდარტებისა და არსებულ რეალობაზე დაფუძნებული საპასუხო გზების შემუშავება.

დონორი და პარტნიორები

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ორგანიზაციების მიერ არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) ხელძღავენელობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პარტნიორი ორიგანიზაციებია: საერთაშორისო გამჭვირვალობა სომხეთში (TIAC); შპს MG ქონსალთინგი (აზერბაიჯანი) , სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (საქართველო), პრომო-ლექს ასოციაცია (მოლდოვა), უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი (უკრაინა).

პროექტის არეალი

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა.

პროექტის განხორციელების ვადები

01.01.2021-31.12.2023

პროექტის ხელმძღვანელი

ნათია აფხაზავა