სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობითი თვითმმართველობის განვითარებისათვის

პროექტის მიზანი:

თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გარკვეული მექანიზმების იმპლიმენტაცია, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების გზით.

პროექტის ამოცანები:

  • მოსახლეობის ინფორმირება თვითმმართველობის როლისა და ფუნქციების, მათი უფლბების, ჩართულობის მექანიზმების და კომუნიკაციის არხების შესახებ;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გაძლიერება, მასში მოქალაქეთა და CSO-ების წარმომადგენლობის გაზრდითა და წევრების ტრენირებით, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების და საბიუჯეტო პროცესების შესახებ;
  • საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა, მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით, “პოპულარული ბიუჯეტის” მომზადება, რომელშიც მოცემული იქნება ინფორმაცია 2012 წლის მუნიციპალური სერვისების შესახებ;
  • საკრებულოს “ღია კარის სხდომის” დანერგვა, მოქალაქეთა გააქტიურებისა და საკრებულოს და თვითმმართველობის ორგანოთა თანამდებობის პირებისთვის არსებული პრობლემების უკეთ გაცნობის მიზნით;
  • საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს წევრების მიერ მოსახლეობისადმი ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის ფორმის დანერგვა;
  • საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა სპეციალური საინფორმაციო მასალების მომზადებისა და გავრცელების საშუალებით.

დონორები და პარტნიორები:

MSI საქართველო USAID G3 (დემოკრატიული მმართველობა საქართველოში)

პროექტის არეალი:

ქალაქი ბათუმი

პროექტის განხორციელების ვადები:

2012-05-01 – 2013-04-01

პროექტის ხელმძღვანელი:

ნათია აფხაზავა