სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობითი თვითმმართველობის განვითარებისათვის

პროექტის მიზანი:

თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ურბანული სტრატეგიული გეგმის შემუშავება ასევე თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის არსებული მექანიზმებისა და მოსახლეობას შორის არსებული თანამშრომლობის არხების გაუმჯობესება და პოპულარიზაცია.

პროექტის ამოცანები:

  • „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა“ და „საზოგადოებრივი დარბაზების“ გაძლიერება და მათი პოპულარიზაცია;
  • საჯარო შეხვედრების ორგანიზება;
  • ქალაქში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება/ადვოკატირება;
  • „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ ვებ-გვერდის შექმნა (www.marte.ge);
  • საბიუჯეტო კალენდარის მომზადება და გავრცელება;
  • თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება;
  • საჯარო შეხვედრები თვითმმართველი ქალაქი ბათუმის 13-ვე ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობასთან;
  • შეხვედრები ფოკუს-ჯგუფებთან (არქიტექტორები, ურბანისტები, დეველოპერები, დიზაინერები და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები);
  • ბათუმის უბრანული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება;
  • მოქალაქეთა ჩართულობის/მონაწილეობის უზრუნველყოფა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვების პროცესში;
  • მოკვლევა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის 13 ტერიტორიულ ერთეულში არსებული ბიუჯეტის პროექტის განხილვის მიზნით;
  • საზოგადოებრივი დარბაზის წევრების ტრენინგები საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებით;
  • „ღია კარის დღე“ და საჯარო მოსმენა, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ბიუჯეტის საჯაროობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

დონორები და პარტნიორები:

MSI

პროექტის არეალი:

ქალაქი ბათუმი

პროექტის განხორციელების ვადები:

2013-05-07 – 2013-12-31

პროექტის ხელმძღვანელი:

ვაჟა სალამაძე