საზოგადოებრივი ორგანიზაციები – უკეთესი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის

პროექტის მიზანი:

საბურთალოს გამგეობის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდა, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მონაწილეობის გაზრდის გზით.

პროექტის ამოცანები:

  • მოსახლეობის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მიმართებაში, მათი უფლებების შესახებ;
  • მოსახლეობის მონაწილეობის სამართლებრივი ინსტრუმენტების შექმნა;
  • საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირების პროცესის ფასილიტაცია;
  • საზოგადოებრივი საბჭოს წევრების გადამზადება და მათი სათანადო ცოდნით აღჭურვა;
  • საზოგადოებრივი საბჭოების მოდელის მულტიპლიკაცია, დანერგვა-გავრცელების ხელშეწყობა თბილისის სხვა რაიონებში.

დონორები და პარტნიორები:

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“

პროექტის არეალი:

საქართველო

პროექტის განხორციელების ვადები:

2014-10-01 – 2015-08-01

პროექტის ხელმძღვანელი:

არჩილ ცერცვაძე