ეკოლოგიურად უსაფრთხო სოფლის მეურნეობა

პროექტის მიზანი:

სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდოლოგიით წარმოების სწავლება, დემონსტრირება და პოპულარიზაცია მაღალმთიან აჭარაში, მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით ერთიანი მოდელის ფორმირება და პოპულარიზაცია ქვეყნის სხვა რეგიონებში.

პროექტის ამოცანები:

  • ხულოში, შუახევსა და ქედაში 5 სოფლისა და სამიზნე ჯგუფების შერჩევა და მათთვის ტრენინგების ჩატარება კონვენციული და ბიოლოგიური სოფლის მეურნეობათა დარგების მეთოდოლოგიით შედგენილი გარემოს უსაფრთხოებასა და ეკონომიკური შემოსავლის გაზრდაზე ორიენტირებულ სქემებთან დაკავშირებით; სასოფლო-სამეურნეო კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა;
  • პერმანენტული, დროული და კვალიფიციური კონსულტაციები სამიზნე ჯგუფებისათვის – პროექტში ადგილობრივი საჯარო სკოლების აქტიური ჩართვა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით წარმოების პოპულარიზაციის მიზნით, სკოლებში შეხვედრა-სემინარების ჩატარება, დაინტერესებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯგუფების შექმნის ხელშეწყობა.

დონორები და პარტნიორები:

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

პროექტის არეალი:

აჭარა

პროექტის განხორციელების ვადები:

2011-04-01 – 2011-11-30

პროექტის ხელმძღვანელი:

ია გაბუნია