ინფორმაციის თავისუფლება მონაწილეობითი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის

პროექტის მიზანი:

მმართველობის გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პრაქტიკის დანერგვა თვითმმართველ ქალაქ ბათუმში, ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის ეფექტური გამოყენების ხელშეწყობისა და სამოქალაქო ჩართულობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების გზით.

პროექტის ამოცანები:

  • ინფორმაციის თავისუფლების არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის სიღრმისეულ ანალიზი, იმ სისტემური და კომპეტენციის კუთხით არსებული გამოწვევების გამოსავლენად, რაც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას აფერხებს;
  • სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ბათუმის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება და ადვოკატირების კამპანიას განახორციელება საჯარო ინფორმაციაზე მოთხოვნის წახალისებისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის შემუშავებაში მოქალაქეთა ინფორმირებული ჩართულობის ხელშესაწყობად;
  • აქტიური მოქალაქეების (მათ შორის, ახალგაზრდების), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მერიასა და საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების წარმომადგენლების მონაწილეობით, საინიციატივო ჯგუფების შექმნა და, ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად, მათ მიერ ინიცირებულ სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების აქტივობებს მხარდაჭერა, მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების კულტურისა და პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით;
  • მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესება, მოქალაქეთა მხრიდან ინფორმაციაზე მოთხოვნის გაზრდისა და ინფორმაციის თავისუფლების არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ეფექტურობის ამაღლების გზით;
  • ქმედითი რეკომენდაციების შემუსავება ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის ანალიზისა და მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მიგნებების საფუძველზე და, მათი გათვალისწინების მიზნით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ადვოკატირების განხორციელება.

დონორები და პარტნიორები:

ევროპის ფონდი

პროექტის არეალი:

ქალაქი ბათუმი

პროექტის განხორციელების ვადები:

2017-05-01 – 2018-02-01

პროექტის ხელმძღვანელი:

ნათია აფხაზავა